თავმჯდომარის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: თავმჯდომარის ასისტენტი
მომწოდებელი: ასოციაცია თანხმობა
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 26 მაი
ქალთა ასოციაცია "თანხმობა" აცხადებს ვაკანსიას თავმჯდომარის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების მსვლელობის და დაგეგმილი ინდიკატორების შესრულების მონიტორინგი
** ყოველკვირეული/ყოველთვიური სამუშაო გეგმების შედგენა და მათი განხორციელების მონიტორინგი
** ანგარიშების, ოქმების და პრეზენტაციების მომზადება (როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე)
** შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** საპროექტო განაცხადების წერა
** ასოციაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი
** არასამთავრობო ორგანიზაციებში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა
** წარმატებული გამოცდილება პროექტების წერაში
** შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, PowerPoint, MS Project.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მრავალმხრივი კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდში მუშაობისა და თანამშრომლების მუშაობის მონიტორინგის უნარი
** ორგანიზებული
** აქტიური, შრომისმოყვარე და მოტივირებული
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.idpwa.org

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: marikaberia@yahoo.com 2018 წლის 26 მაისამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე