მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ეკოლაინი - Karcher-ის ოფიც. დისტრიბუტორი
გამოქვეყნდა: 7 თებ / ბოლო ვადა: 23 თებ
შპს "ეკოლაინი", "KARCHER"- ის ოფიციალური დილერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგის და სოციალური მედიის მენეჯერი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიისა და სარეკლამო კონცეფციის შემუშავება და განხორციელება
** ვებ გვერდისა და სოციალური მედიის მართვა. (ყოველდღიურ რეჟიმში)
** ონლაინ გაყიდვების უზრუნველყოფა.
** მარკეტინგული აქტივობის ანალიზი და რეპორტინგი.
** სოციალური არხებისთვის კონტენტის შექმნა;
** ყველა სახის სარეკლამო (სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა და ა.შ) აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტების შესწავლა
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების მართვა
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.
** მიმდინარე ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრენდებში გარკვევა, ანალიზი და საჭიროების მიხედვით გამოყენება/დანერგვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი 23-35 წლამდე.
** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) მარკეტინგის მიმართულებით.
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა!
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 გამოცდილება.
** Facebook Ads Manager-ისა და Facebook Business Manager-ის მართვის 1 წლიანი გამოცდილება.
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Corel Draw) ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** კრეატიულობა
** გუნდურობა

დასაქმების პირობები:

** 2 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი. ანაზღაურებადი
** 6 თვიანი განახლებადი შრომითი ხელშეკრულება.
** მუდმივი წინსვლის შესაძლებლობა.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 23 თებერვალი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: kchagelishvili1@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე