პრისელერი - ბათუმი, ქობულეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრისელერი - ბათუმი, ქობულეთი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 29 იან / ბოლო ვადა: 1 მარ
"ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერი (გაყიდვების აგენტი) თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი და ქობულეთი.

აუცილებელია ბინის უზრუნველყოფაში ჩადება.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა
** აუცილებელია ავტომანქანის მართვის მოწმობა B კატეგორია

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით, შეკვეთების აღება და პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა; ქსელის მართვა, შეკვეთების მიღება;
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინარული;
** კომუნიკაბელური, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: 500-1500 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: g.berdzenishvili@geostar.ge

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე