ბიზნეს კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: CHCA
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 13 დეკ
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე.

ამოცანა: მოწყვლადი მოზარდების დასაქმების ხელშეწყობა სოციალურ საწარმოებში
საქმიანობის არეალი: თბილისი, გორი, მცხეთა, თელავი
ვადა: 1 წელი
ხელფასი: 300 ევროს ექვივალენტი
საშტატო განაკვეთი/დატვირთვა: 50%

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" არის ქართული, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია გაზარდოს ინდივიდებისა და საზოგადოების როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაში, გააუმჯობესოს იძულებით გადაადგილებულ და სხვა სოციალურად დაუცველ პირთა სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების პირობები შესაძლებლობათა განვითარებისა და თავდაჯერებულობის ხარისხის ამაღლების გზით. ორგანიზაციის საქმიანობები ხორციელდება გამჭვირვალედ, პროფესიონალიზმის, თანასწორობის, გრძელ-ვადიანი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით.

ორგანიზაცია ევრო-კავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები, სწავლების, ტრენინგების და დასაქმების გზით", პროექტით გათვალისწინებულია სამივე რეგიონში სოციალური საწარმოების დაფინანსება სადაც დასაქმდებიან აღნიშნული მოზარდები. ვაკანსია დააინტერესებს პროფესიონალს, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა აიღოს პასუხისმგებლობა სოციალური საწარმოების ფუნქციონირებაზე.

ბიზნეს კონსულტანტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განხრით;
** მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის დაგეგმარების და ანალიზის სფეროში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბიზნეს გეგმების შეფასების სფეროში, ბაზრის მოთხოვნათა ანალიზი/მარკეტინგული გეგმის შეფასება, SWOT ანალიზი, კონკურენტული გარემოს შეფასება, შესაძლო რისკების ანალიზი და მათი თავიდან აცილების ან შერბილების მექანიზმები.
** კარგად იცნობდეს მოქმედ კანონმდებლობას, ერკვეოდეს სამეწარმეო და საგადასახდო კანონმდებლობაში;

ბიზნეს კონსულტანტის სამუშაოს აღწერილობა/პასუხისმგებლობები:

** კონკურსის შედეგად შერჩეულ გამარჯვებულ ორგანიზაციებს გაუწიოს კონსულტაციები სარეგისტრაციო პროცედურების გავლისას, არსებული საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობის შესაბამისად, გასცეს რჩევები სოც.საწარმოში ეფექტური მმართველობითი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში.
** პროექტის მიმდინარეობის ვადებში გაუწიოს კონსულტაციები სოციალურ საწარმოებს საოპერაციო საქმიანობაში პრობლემური საკითხების გადაჭრისას, დაეხმაროს შესაძლო რისკების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორცილებაში, გაუწიოს სოც.საწარმოებს პერიოდული კონსულტაციები და ქოუჩინგი ფინანსური-ეკონომიკური საქმიანობის სხვა საჭირო საკითხებში.
** პროექტის მენეჯერთან წარმოადგინოს პერიოდული ანგარიში ჩატარებული სამუშაოს დეტალური აღწერილობით.

გთხოვთ დაინტერესებულ პირებს წარმოადგინოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი 13 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cypp@chca.org.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე