დისტრიბუციის/FMG ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტრიბუციის/FMG ოპერატორი
მომწოდებელი: ბიდი კომპანი
გამოქვეყნდა: 21 ნოე / ბოლო ვადა: 21 დეკ
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს უკრაინული საკონდიტრო ბრენდის ROSHEN-ის ოფიციალურ, ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში.

კომპანია აცხადებს დისტრიბუციის (FMG) ოპერატორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი.
სამუშაო გრაფიკი: 8:30-18:00 სთ, შაბათს 8:30-16:00 სთ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების განხრით);
** სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 6 თვე (უპირატესობა მიენიჭება FMG -პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას);
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების პროგრამული მიღება/დისტრიბუტორებზე განაწილება;
** მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა;
** სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში;
** საწყობის ნაშთის პროგრამული ანალიზი და კონტროლი;
** ანგარიშფაქტურების გამოწერა.
** რეპორტების წარმოება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 21 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე