ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი - ბათუმი
მომწოდებელი: სასტუმრო Wyndham Batumi
გამოქვეყნდა: 8 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
სასტუმრო "Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ელექტრიკოსი

ძირითადი მოთხოვნები:

** ელექტრო გაყვანილობების მონტაჟი, სწორად დაგეგმვა და განაწილება
** სასტუმროში ელექტრო განაწილებული სისტემების დიაგნოსტიკა და სარემონტო სამუშაოების შესრულება
** ახალი გამანაწილებელი სქემების დაგეგმვა და მონტაჟი
** ელექტროენერგიის სიმძლავრეების მეთვალყურეობა
** საჭიროების შემთხვევაში, ელ. ქსელების დემონტაჟი
** ელექტრო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
** მაღალი და დაბალი ძაბვის ქვესადგურების მომსახურეობა;
** ელექტრო და განათების სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სარემონტო და ავარიული მდგომარეობის მომსახურეობა;
** მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა;
** გენერატორის მუდმივად სამუშაო მდგომარეობაში უზრუნველყოფა;
** სხვა დანადგარების და ელექტრო მოწყობილობების მომსახურეობა;
** სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება დაკავშირებული აღნიშნულ საქმიანობასთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტრო/ენერგეტიკის სფეროში
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ელექტრული წრედის ელემენტების და გამტარების საფუძვლების ცოდნა
** ელექტრო განაწილების სისტემების საფუძვლების ცოდნა
** ელექტრო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ფიზიკურად მუშაობის უნარი
** დისციპლინარული
** პრობლემებზე დროულად რეაგირება

2. სანტექნიკოსი

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყვანილობის მონტაჟი, სწორი დაგეგმვა და განაწილება
** სასტუმროში არსებული სისტემების დიაგნოსტიკა და სარემონტო სამუშაოების შესრულება
** სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე ზრუნვა
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ფიზიკურად მუშაობის უნარი
** დისციპლინარული
** პრობლემებზე დროულად რეაგირება

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია CV გამოგზავნოს შემდეგ მისამართზე: vacancy@wyndhambatumi.com და გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე