ტექნიკის ოპერატორი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკის ოპერატორი - რეგიონები
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას მიწის მთხრელი სპეციალიზირებული მანქანა-მექანიზმების ოპერატორის თანამდებობაზე ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიწის მთხრელი სპეციალიზირებული მანქანის, მწარმოებლის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად, უსაფრთხოდ მართვა;
** სამართავად გადაცემული სპეც. ტექნიკის ექსპლუატაციაში შესვლამდე მისი ტექნიკური გამართულობის შემოწმება;
** სპეც. ტექნიკის მოვლა; მისი აღჭურვილობის და აქსესუარების პირვანდელ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** სპეც. ტექნიკის გარე და შიდა იერსახეზე, მის სისუფთავეზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორია (S);
** სპეც. ტექნიკის ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სპეც. მანქანა-მექანიზმის ექსპლუატაციისა და პროფილაქტიკური მომსახურების უნარ-ჩვევების ფლობა.

სხვა მოთხოვნები:

** ცნობა ნასამართლობის შესახებ;
** ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი:

** ქვემო ქართლის რეგიონი (8 ვაკანსია);
** შიდა ქართლის რეგიონი (5 ვაკანსია);
** კახეთის რეგიონი (5 ვაკანსია);

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + დღიური ანაზღაურება ან/და შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე 032 200-10-00 არაუგვიანეს 31.10.2017.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე