პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე
"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი.

ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო, 2017 წლიდან წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვა ქალაქებში.

კომპანიის ზრდასთან ერთად კომპანია "გორგია" იწყებს ახალი თანამშრომლების მიღებას და აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, თბილისში

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილის ქონა
** აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფა (მუშაობის პერიოდში ჩადებული ქონება, გარანტიის სახით)

გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე hrproject2@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე