აქტივების მონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აქტივების მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 21 სექ / ბოლო ვადა: 21 ოქტ
სს "თიბისი ლიზინგი" არის სს "თიბისი ბანკის" მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ლიდერი სალიზინგო კომპანია. ჩვენი პარტნიორები არიან მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა დახმარებითაც კომპანია ლიზინგით აფინანსებს დიდ და საშუალო კომპანიებს სხვადასხვა სექტორებიდან, მათ შორის ჯანდაცვის, სამშენებლო, მომსახურებასა და სატრანპორტო სფეროში.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას აქტივების (მოძრავი ქონების) მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 800 ლარი, ხელზე ასაღები (ბონუსის გარეშე)

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსუბუქი/სატვირთო ავტომანქანის, საგზაო/სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში.
** უპირატესობა მიენიჭებათ მოძრავი ქონების განხრით სერთიფიცირებულ სპეციალისტებს;
** უმაღლესი განათლება;
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** ლიზინგის აქტივების გეგმიური მონიტორინგი თბილისსა და რეგიონებში, რაც ითვალისწინებს აქტივების ტექნიკურ-ფუნქციონალურ შემოწმებას და დასკვნის მომზადებას;
** ყოველკვირეული რეპორტინგი;
** საჭიროების შემთხვევაში აქტივების გამოთხოვის ორგანიზება.

შერჩევის მეორე ეტაპი მოიცავს მოძრავი ქონების შეფასება/დასკვნის მომზადებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე