შესყიდვების, ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების, ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 12 იან / განახლდა: 17 იან / ბოლო ვადა: 28 იან
პოზიციის დასახელება: შესყიდვების, ლოჯისტიკის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
მდებარეობა: ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი
მგზავრობა: თბილისი, ახალქალაქი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი

პიროვნება, რომელიც დაიკავებს აღნიშნულ პოზიციას, მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (GRDD/GIPA) მენეჯმენტთან და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში" ბენეფიციარებთან, შემდგომში მოხსენებული როგორც "პროექტი" და პასუხისმგებელია შემდეგზე:

შესყიდვები:

** ევროკავშირის შესყიდვების მოთხოვნების თანახმად და GRDD/GIPA-ს წესების შესაბამისად, უნდა მოამზადოს შესყიდვების გეგმა, უხელმძღვანელოს შესყიდვის მოთხოვნების ეფექტიან შესრულებას, დარწმუნდეს, რომ საკმარისი დროა გამოყოფილი შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების განსახორციელებლად.
** ევროკავშირის შესყიდვების მოთხოვნებთან თანხვედრაში უზრუნველყოს შესყიდვების მოთხოვნის, სატენდერო წინადადებების და ფასების შედარების პროცედურების განხორციელება.
** განახორციელოს კვოტირება, სადაზღვევო პირობების განხილვა და პირობების ყოველწლიური განახლება.
** პროცედურების სრული დაცვით უხელმძღვანელოს მომარაგება/მომსახურების შესყიდვას.
** უზრუნველყოს საქონლის მიწოდების/მომსახურების ზედამხედველობა, GRDD/GIPA-ს პროექტის განმახორციელებელი გუნდისა და პროექტის ბენეფიციარებისათვის.
** დარწმუნდეს, რომ ყველა შესყიდვა თანხვედრაშია ევროკავშირის და GRDD/GIPA-ს ორგანიზაციულ მოთხოვნებთან და შეკვეთები ხორციელდება სწორი ავტორიზაციის დაცვით, პროექტის მიზნების შესაბამისად.
** დარწმუნდეს, რომ შეძენილი ნივთები სწორად არის გადაცემული ბენეფიციარებზე და აღრიცხული მათ მიერ.
** დაეხმაროს პროექტის განმახორციელებელ გუნდს, წარადგინოს საქონლის/მომსახურების მომწოდებლები შესყიდვების კომიტეტის სხდომებზე. დარწმუნდეს, რომ შერჩეული მომწოდებლის დოკუმენტაცია პასუხობს აუდიტორული შემოწმების მოთხოვნებს.
** უხელმძღვანელოს დღის წესრიგის მომზადებას, შესყიდვების კომიტეტის ოფიციალური შეხვედრების ორგანიზებას მომწოდებლებთან, კომიტეტის შეხვედრების ოქმის მომზადებას.
** დარწმუნდეს, რომ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები გათვალისწინებულია შესყიდვების პროცედურების განხორციელების დროს.
** შესყიდვების პროცესის დროს წამოჭრილი ნებისმიერი საკამათო საკითხი უნდა მოახსენოს მენეჯერს.
** მოახდინოს მომწოდებელთა დამტკიცებული სიის გადახედვა. დარწმუნდეს, რომ ყველა მომწოდებელი იცავს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება გაუკეთოს კონტრაქტის გასაახლებლად ან მასში ცვლილებების შესატანად შესყიდვების კომიტეტის შეხვედრებს.
** განახორციელოს საქონლის/მომსახურების შესყიდვის ფასის გადამოწმება და პროექტის განმახორციელებელი გუნდის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები ფასებზე.
** დაეხმაროს პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების მმართველ გუნდს და მიაწოდოს რეკომენდაციები საჭიროების შემთხვევაში.
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა
** თვალყური ადევნოს მძღოლებს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულ მუშაობას, პროექტის განმახორციელებელი გუნდის ეფექტიანი ტრანსპორტირებისათვის.
** დარწმუნდეს, რომ მძღოლები კარგად ფლობენ ორგანიზაციის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოხმარების წესებს. ამ წესების გათვალისწინებით, ოფისის დატოვებისას და დაბრუნებისას, შეამოწმოს მანქანის უსაფრთხოება. დარწმუნდეს, რომ მუხრუჭები ნამდვილად მოწმდება ყოველკვირეულად. აღნიშნული შემოწმების შედეგები უნდა აღირიცხოს ავტომობილის გამოყენების ჟურნალში.
** უხელმძღვანელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველკვირეულ გრაფიკს და დაამყაროს სწორი კომუნიკაცია მძღოლებთან გადაადგილების გრაფიკთან დაკავშირებით.
** დარწმუნდეს, რომ აღრიცხვის ჟურნალი სწორად არის შევსებული და გადამოწმებულია საწვავის ხარჯვის ყოველთვიურ ჟურნალთან.
** დარწმუნდეს, რომ მანქანის შეკეთება დასრულებულია, ყველა ნაწილი შეცვლილია და ავტოსატრანსპორტო საშუალება პასუხობს უსაფრთხო გადაადგილების მოთხოვნებს.
** დარწმუნდეს, რომ ორგანიზაციის თანამშრომელი და მძღოლი ასრულებს ტრანსპორტის მოხმარების წესებს, ნებისმიერი უბედური შემთხვევა ან დაზიანება უნდა ეცნობოს პროექტის მენეჯმენტს.
** დარწმუნდეს, რომ მანქანები გამართულია და აქვთ მოქმედი დაზღვევა.
** უხელმძღვანელოს ნებისმიერი ტრანსპორტის ყიდვა/გაყიდვის პროცესს პროექტის მენეჯმენტთან შეთანხმებით.

სხვა:

** სტეიკჰოლდერებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კერძო და საჯარო შეხვედრებისას GRDD/GIPA-ს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, წარმოადგინოს პროექტი რეგიონში.
** დაესწროს რეგიონულ შეხვედრებს პროექტის ბენეფიციარებთან და წვლილი შეიტანოს თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.
** დაეხმაროს ბენეფიციარებს ქვე-საგრანტო კონტრაქტების მართვისას, პროექტის სტრუქტურის და მართვის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში.
** შეინარჩუნოს კავშირები პროექტის ბენეფიციარებთან.
** მართოს მარაგები, მარაგების აღწერის პროცესში ზედამხედველობა გაუწიოს ადმინისტრაციულ პერსონალს, გამოიძიოს შეუსაბამობა და აწარმოოს ანგარიშგება.
** მართოს მარაგების შესყიდვისა და მიწოდების პროცესი ოფისებში, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებზე.
** მართოს პირველადი დახმარების მარაგები ოფისებსა და მანქანებში და უზრუნველყოს თანამშრომლების წვდომა ამ მარაგებთან.
** ზედამხედველობა გაუწიოს დამხმარე პერსონალის, მათ შორის პროექტის ოფიცრის, ასისტენტის, მძღოლების, დამლაგებლების და დაცვის თანამშრომელთა საქმიანობას. წარმოადგინოს ანგარიში შეხვედრების, მოთხოვნების და ცვლილებების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს პროექტის განმახორციელებელი გუნდის საქმიანობასა და უსაფრთხოებაზე.
** უზრუნველყოს მარაგები პროექტის მმართველი გუნდისთვის, მათ შორის საოფისე, საკანცელარიო და სატრანსპორტო აღწერის ჟურნალი.
** უზრუნველყოს ოფისის გამართული მუშაობა, მათ შორის წყლის/ელექტროენერგიის გადასახადების გადახდა.
** მოახდინოს ხარვეზების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მიწოდება შესაბამისი ჯგუფისთვის.
** ხელმძღვანელობას ყოველდღიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია პროექტის სტატუსის, განხორციელებული აქტივობების და პროგრესის შესახებ, რომელიც გაწერილა პროექტის გრაფიკში.
** მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს ყოველკვირეული სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მმართველი გუნდისთვის.
** თვიური და ფინანსური ანგარიშების წარმოება.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან აღნიშნულ დარგებთან დაკავშირებულ სპეციალობებში მაგისტრის ხარისხის (ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დიპლომი. ხუთწლიანი გამოცდილება პოზიციაზე, რომელიც უკავშირდებოდა შესყიდვებსა და ლოჯისტიკის მენეჯმენტს.

დამატებითი მოთხოვნები:

** პროექტის განხორციელების პრინციპების და პრაქტიკის ცოდნა; ნარატივების და ფინანსური ანგარიშების წარმოების გამოცდილება, ქართულის, ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა (სასურველია სომხური ენის ცოდნა), კომპიუტერული უნარ-ჩვევები, საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Excel, Word, Outlook).
** კოლეგებთან და თანამშრომლებთან სამუშაო გარემოში კომუნიკაციის დამყარება; დამოუკიდებლად ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება; შემჭიდროებულ ვადებში პრიორიტეტული აქტივობების შესრულება; შესაბამისი ტექნიკური ინფორმაციის ათვისება; გასაგები და მოკლე ანგარიშების, ოქმების და სხვა დოკუმენტების შედგენა; სიტუაციის ანალიზი; პრობლემის იდენტიფიცირება; რეკომენდაციების გაცემა; დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება; ტექნიკური დახმარების გაწევა; ეფექტური კომუნიკაცია.

დამატებითი მოთხოვნები: ავტომობილის მართვის მოწმობა

პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD/GIPA) ახორციელებს პროექტს "სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში". პროექტის პარტნიორები არიან Mercy Corps, ELVA საზოგადოებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტის მიზანია, სოფლის განვითარების ახალი და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, სოფლად სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა. GRDD/GIPA პარტნიორებთან ერთად გეგმავს ქვემოდან-ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების დანერგვას, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივ ჯგუფების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე გაკეთდება.

განაცხადის მიღება:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი არა უგვიანეს 2017 წლის 28 იანვრისა, 18:00 სთ, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.chkhaidze@gipa.ge და გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების, ლოჯისტიკის მენეჯერი".

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე