Jobs.GE



დასახელება: ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: დიპლომატ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ

სადისტრიბუციო კომპანია "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://www.diplomatholding.com.ge

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების უმაღლეს დონეზე ცოდნა
** აუცილებელია უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების განხრით)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (excel; word)
** სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** ლიდერული თვისებებით დაჯილდოვებული
** ენერგიული
** პუნქტუალური
** მიზანდასახული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** გუნდური მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** საქმიანი მიმოწერის წარმოება პარტნიორ კომპანიებთან
** შესყიდვების განხორციელება
** ნაშთების კონტროლი
** გაყიდვების ანალიზი
** გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარება
** ფასების მონიტორინგი
** ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: ana.kalatozi@holding.com.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი