Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
კომპანია "ევროპროდუქტი", ქართულ ბაზარზე, 20 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებს, თუ ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო.

2014 წელს "ევროპროდუქტმა" თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 36 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი.

"ევროპროდუქტი" ზრდას უწყვეტად განაგრძობს - გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ამჟამად, შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 - 18:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი პროდუქციის ეტიკეტის თარგმნა, მომზადება კანონმდებლობის შესაბამისად, გადაგზავნა სურსათის უვნებლობის სპეციალისტთან და ბეჭდვა საჭიროების შემთხვევაში;
** არსებულ პროდუქციის ეტიკეტების დაკორექტირება/შეცვლა კანონმდებლობის შესაბამისად;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
** სასტუმროების/ავიაბილეთების და ა.შ დაჯავშნა-ყიდვა;
** კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება;
** საოფისე მასალებისა და ინვენტარის შეძენა/ მონიტორინგი;
** ოფისში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრა (ელენერგია, ხელოსნების გამოძახება და ა.შ);
** კომპანიის დიასახლისების სამუშაო დღის დაგეგმვა და კონტროლი; შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა;
** კომპანიის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სურსათის უვნებლობის მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია MS Office პროგრამების ფლობა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "ოფისის მენეჯერი, " წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე