Jobs.GE



დასახელება: ტრენინგები საბაჟოსთან ურთიერთობაში, დეკლარაციების შევსებაში
მომწოდებელი: ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ

"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი" აცხადებს ტრენინგს: საბაჟოსთან ურთიერთობა, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA WORLD-ში.

კურსის მიზნებია:

** გაზარდოს კომპანიების ლოჯისტიკის თანამშრომელთა ეფექტურობა;
** აამაღლოს მონაწილეთა კვალიფიკაცია საბაჟო საკითხების ცოდნის თვალსაზრისით, გაუადვილოს კომპანიების საბაჟო წარმომადგენლებს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება.
** მონაწილეებს გააცნოს საბაჟო დეპარტამენტში დანერგილი სიახლეები და ინფორმაციის მოპოვების წყაროები, მსმენელებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებენ პრაქტიკაში.

მიზნობრივი აუდიტორია:

პროგრამის ჩატარება დაგეგმილია კომპანიათა საბაჟო წარმომადგენლებისათვის, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების მსურველთათვის, ბუღალტრებისათვის, საბაჟო სისტემაში სიახლეების გაცნობის მსურველთათვის და ზოგადად ნებისმიერი პირისთვის, რომელიც გეგმავს ამ სფეროში მოღვაწეობას ან შეხება აქვს საბაჟო პროცედურებთან.

"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრს" გააჩნია პროგრამა ASYCUDA WORLD (eCustoms)-ის ტესტ-სერვერზე წვდომის ოფიციალური უფლება (10 "იუზერი").

პროგრამა მოიცავს:

** დღე 1: შესავალი ლექცია, საბაჟო საქმიანობის საკანონმდებლო საფუძვლები და მათი ზოგადი მიმოხილვა;
** დღე 2: საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) და პრაქტიკული ნაწილი საქონლის სეს ესნ (HS, ТН ВЭД) კოდების მოძებნაში;
** დღე 3: წარმოშობის სერტიფიკატების ფორმები (EUR.1; CT-1; ფორმა «A"; არაპრეფერენციული სერტიფიკატი) და მათი გამოყენების პრინციპები;
** დღე 4: საქონლის მიწოდების პირობები INCOTERMS 2010;
** დღე 5: საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის მეთოდები, საბაჟო ღირებულების ელემენტები;
** დღე 6: იმპორტის გადასახდელები (იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ), შემოსავლების სამსახურის მომსახურების ტარიფები;
** დღე 7: სასაქონლო (საბაჟო) ოპერაციები (რეჟიმები), საქონლის წინასწარი დეკლარირება და მისი უპირატესობები;
** დღე 8: საბაჟო სამართალდარღვევები და საბაჟოსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სამართალდარღვევები;
** დღე 9: საბაჟო დეკლარაციების ფორმები, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები და მათი მიმოხილვა, საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი, საქონლის გაფორმების ადგილები, აღრიცხვის მოწმობა;
** დღე 10: საბაჟოსთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფიტო-ვეტ რეგულაციები, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლი, ფარმაცევტული პროდუქტის გაფორმება; საბაჟო კონტროლის ფორმები საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ;
** დღე 11: სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (სსდ) შევსების ელექტრონული მოდული ASYCUDA WORLD (eCustoms), სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ველების შევსების წესები, ახალი დეკლარაციის შექმნა, სსდ-ს სერვერზე შენახვა, რეგისტრაცია, ფერში ჩაყენება (რისკის დერეფნის განსაზღვრა - მწვანე, ყვითელი, ლურჯი, წითელი), სსდ-ს შეფასება (A ნომრის მინიჭება); სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ;
** დღე 12: სსდ-ს შევსება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას (ერთკოდიანი);
** დღე 13: სსდ-ს შევსება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას (მრავალკოდიანი);
** დღე 14: სსდ-ს შევსება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას (მრავალკოდიანი, საბაჟო ღირებულების ელემენტების გადანაწილების სპეციფიკით);
** დღე 15: სსდ-ს შევსება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისას;
** დღე 16: ტესტი.

ლიტერატურა:

საჭირო კოდიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, მთავრობის დადგენილებები და ა.შ. ყოველ მონაწილეს ელექტრონული ფორმით მიეწოდება ელ.ფოსტის მეშვეობით.

** ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 კვირა (30 საათი)
** ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ
** ლექციის ხანგრძლივობა: 2-3 საათი
** ტრენინგის ღირებულება: 285 ლარი.
** კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი

დაგვიკავშირდით:

მის.: წერეთლის გამზ. #49-51 (მეტრო "წერეთელთან"), მეორე სართული.
ტელ.: 551 17 16 90, 551 00 30 77, 2 18 38 06
ელ-ფოსტა: info@gceducentre.com
ვებ-გვერდი: http://www.gceducentre.com

ან შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://gceducentre.com/index.php?act=send_mail



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი