Jobs.GE



დასახელება: ტექნიკური დახმარების სპეციალისტი/მძღოლი
მომწოდებელი: Georgian Automobile Club
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე

GAC - რომლის პროფილსაც წარმოადგენს ავტომობილები და მათი მომსახურება, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დახმარების სპეციალისტის (მძღოლის) პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია/მოვალეობები:

** დროულად გამოცხადდეს ინციდენტის ადგილზე;
** დეტალურად შეისწავლოს ინციდენტის არსი და მაქსიმალურად შეეცადოს პრობლემის ადგილზე აღმოფხვრას;
** სამუშაოს დასრულებისას მიაწოდოს შესაბამისი მონაცემები ქოლ-ცენტრს/უშუალო ხელმძღვანელს;
** თუ ვერ ახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, აცნობოს ქოლ-ცენტრს/უშუალო ხელმძღვანელს, რომ საჭიროა ავტომანქანის ევაკუაცია;
** უზრუნველყოს ავტომანქანის შემდეგ ცვლაზე გადაბარება (გამართულ მდგომარეობაში, მოწესრიგებული სამუშაო იარაღებით)
** ავტომანქანაზე/ სამუშაო ხელსაწყოებზე პრობლემის არსებობის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს კოლეგა (შემდეგი ცვლა);
** დაიცვას და მოუაროს სამსახურეობრივ ავტომანქანას, მუდმივად იყოლიოს მოწესრიგებულ მდგომარეობაში (როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერი);
** იზრუნოს სამუშაო ხელსაწყოების სუფთა მდგომარეობაში შენახვა/ტარებაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური ან პროფესიული განათლება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ავტო ტექ. მომსახურების მიმართულებით
** ავტომანქანის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა და უნარი;
** მართვის მოწმობა; BC კატეგორია,
** ლოგიკურად აზროვნების უნარი, პრობლემის ანალიზისა და მისი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი; დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gac.ge და გთხოვთ საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია და რეგიონი, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი