ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 10 თებ / ბოლო ვადა: 10 მარ
კომპანია "City Hotels", რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "City Center", აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი (დღის და ღამის) ცვლები
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი (+ ბონუსები).

მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია სასტუმროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს მართვის პროგრამის (Fidelio/Opera) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება და ანგარიშწორება;
** ჯავშნების პროგრამულად ასახვა, ეფექტურად გადანაწილება და კონტროლი;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა, პრობლემებზე დროული რეაგირება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება;
** საბუთების მართვა და ხელმძღვანელობისთვის გადაბარება;
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს რეპორტის წარმოება და მენეჯმენტისთვის მიწოდება;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** მენეჯერის დავალებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: hr@cityhotels.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი".

"სითი გრუპის" სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: City Avenue და City Center
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე