სატვირთო ავტომობილების და სპეც. ტექნიკის შემფასებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატვირთო ავტომობილების და სპეც. ტექნიკის შემფასებელი - ბათუმი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 24 თებ
ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ სატვირთო ავტომობილების და სპეც-ტექნიკის შემფასებლის პოზიციაზე ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა საბანკო ან საშემფასებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შეფასების სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
** სასურველია შემფასებლის სერთიფიკატის ფლობა;
** ავტო ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომანქანის ექსპერტიზა / შეფასება;
** ავტო ბაზრის პერიოდული ანალიზი;
** ბანკისათვის უზრუნველყოფის სახით შეთავაზებული გირაოს საბაზრო და საგირავნო ღირებულების გაანგარიშება;
** დადგენილი წესის შესაბამისად პერიოდული ანგარიშგების და რაპორტინგის წარმოება ხელმძღვანელობასთან;

უნარები:

** საგირავნო ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 24 თებერვლის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე