გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას იმერეთის რეგიონის გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
განაკვეთი: სრული
სავალდებულოა კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი იყოს იმერეთის რეგიონი!

მოვალეობები:

** გეგმის გადანაწილება სადისტრიბუციო ერთეულების მიხედვით და შესრულების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება სხვადასხვა აქტივობებთან დაკავშირებით;
** სავაჭრო ქსელში პროდუქციის განლაგების კონტროლი;
** შეკვეთის მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის მიღება და შეკვეთის მომზადება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია იცნობდეს ადგილობრივ სავაჭრო ქსელს;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკებისა და გაყიდვის პროცესის მართვის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2018 წლის 28 თებერვლამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "იმერეთის რეგიონის გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე