ტრენინგი - პროექტის პრაქტიკული მართვა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - პროექტის პრაქტიკული მართვა
მომწოდებელი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 19 თებ
ინფორმირებულობა გაქცევს პროფესიონალად, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შენს წარმატებას განსაზღვრავს. პროექტების მართვის მეთოდოლოგიის ღრმა ცოდნა და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ნებისმიერი მენეჯერისთვის, ვისაც კარიერული წინსვლა განუზრახავს.

მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები ერთხმად თანხმდებიან, რომ პროექტის დადგენილი მეთოდებითა და სტრატეგიით მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს შესაძლო რისკებსა და დამატებით ხარჯებს, ასევე წარმატების მაჩვენებელს ზრდის საგრძნობლად.

სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი გთავაზობს ტრენინგს -პროექტის პრაქტიკული მართვა.

ტრენინგი შემუშავებულია ამ სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის "პროექტის მართვის ინსტიტუტის" (Project Management Institute) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. ყველა მასალა ადაპტირებულია იმისთვის, რომ პროექტის მენეჯმენტის საქართველოში აპრობირებული მეთოდები შეისწავლოთ. ტრენინგის ფარგლებში გაეცნობით პროექტის მენეჯმენტს, როგორც ცალკე დისციპლინას, გაიაზრებთ მის აუცილებლობასა და არსებულ უპირატესობებს, პროექტის მენეჯმენტის შემადგენელ კომპონენტებსა და უახლეს მიდგომებს, რომლებიც ტრადიციული პრობლემების გადაჭრისთვისაა მნიშვნელოვანი; საბოლოოდ კი, იმ საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებთ, რომლის გამოყენებასაც თავისუფლად შეძლებთ ქართულ კომპანიებში.

ეს ტრენინგი თქვენთვისაა, თუ:

** ხართ დამწყები ან მოქმედი მენეჯერი;
** ხართ საშუალო ან ზედა რგოლის ხელმძღვანელი, რომელიც აქტიურადაა ჩართული პროექტის განხორციელებაში;
** მონაწილეობთ პროექტის შეფასებასა და მონიტორინგში;
** გსურთ შეიძინოთ/დახვეწოთ შემდეგი უნარები: ვადის/ბიუჯეტის დაგეგმვა, თანამშრომლობა სხვადასხვა მხარესთან, პროექტის მისადაგება ბიზნესის ამოცანასთან;
** გსურთ გაიცნოთ წარმატებული ადამიანები, რომლებიც იმავე სფეროში მოღვაწეობენ, რომელშიც − თქვენ.

რას ვისწავლი?

** პროექტის სასიცოცხლო ციკლს;
** ორგანიზაციებში პროექტების შერჩევის მეთოდებს;
** პროექტების სტრატეგიულ დაგეგმვას;
** პროექტის შინაარსის ჩამოყალიბებას;
** სამუშაოთა კომპონენტურ სტრუქტურას (WBS);
** პროექტის ვადებისა და ხარჯების შეფასებას;
** პროექტის გეგმის შექმნას;
** ვადების ოპტიმიზაციას;
** რისკების მართვას;
** ხარჯებისა და დროის კონტროლს;
** შესყიდვებსა და კონტრაქტორებს;
** პროექტის აუდიტს − MS Project-ის საბაზისო ელემენტებს.

რა არის ტრენინგის მიზანი და უპირატესობები?

** ტრადიციული პრობლემების გადაჭრის ახლებური გზები;
** პროექტის მართვა, როგორც დისციპლინა, რომელიც მუდმივად ვითარდება;
** იმ უახლესი მიდგომების გაცნობა, რომლითაც მრავალი საერთაშორისო კომპანია მართავს პროექტებს;
** რეალური მაგალითების განხილვა ტრენინგის დასრულების შემდეგ, რომელიც შეძენილი ცოდნის დანერგვას გაგიადვილებთ;
** ტრენერის ხელმძღვანელობით რეალური პროექტის დაგეგმვის სრული პროცესის გავლა, რის შემდეგაც თქვენს შედეგს წარადგენთ.

ტრენინგთან დაკავშირებული დეტალები:

ტრენინგი გაიმართება: სამშაბათს და შაბათს 2018 წლის 20 თებერვლიდან - 31 მარტამდე პერიოდში,
ტრენინგის განრიგი: სამშაბათი 19:00-22:00; შაბათი 10:00-14:00
ხანგრძლივობა - 42 სთ;

სად ჩატარდება ტრენინგი? ტრენინგები ჩატარდება საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში, მის.: ყაზბეგის გამზ. №14

რა არის ტრენინგის საფასური?

1550 ლარი (ღირებულებაში შედის: სასწავლო მასალები, ლანჩი, ყავის შესვენება)
თანხის 50% უნდა დაფაროს ტრენინგის დაწყებამდე, ხოლო მეორე ნაწილი − პროგრამის დასრულებამდე.

ვინ იქნება ტრენერი?

ილია რევია − "საქართველოს ბანკის" IT დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პროექტების მართვის მიმართულებით, იონჩეპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაგისტრი საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ბიზნესის განახლებაში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს სკოლის მაგისტრი პროექტების მართვაში, ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP) საქართველოში. ილია დასაქმებულია 1998 წლიდან IT სფეროში, 2009 წლიდან კი − "საქართველოს ბანკში". 2011 წლიდან მუშაობს ტრენინგ პროგრამებზე პროექტების მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. თავისუფალ დროს უთმობს ინტელექტუალურ თამაშებს, მთაში ლაშქრობასა და ველოსპორტს.

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

დარეგისტრირდით ბმულზე ან გამოგზავნეთ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე: trainig@bog.edu.ge

საკონტაქტო პირი: ბექა დალაქიშვილი
ტელ.: (0 32) 2 444 864
ელფოსტა: Bdalakishvili@bog.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე