ქონებრივი ზარალების მომსახურების კონსულტანტი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქონებრივი ზარალების მომსახურების კონსულტანტი/სტაჟიორი
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 22 იან
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს 3 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას ქონებრივი ზარალების მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ზარალის დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღება და შემოწმება
** ზარალის დასარეგულირებლად აუცილებელი დოკუმენტაციის ადმინისტრირება
** სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის დროული მიწოდება
** ზარალის დასარეგულირებლად მოსული კლიენტთა პირველადი კონსულტაციის გაწევა და მათგან საბუთების მიღება
** სატელეფონო კომუნიკაცია კლიენტებთან

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** მნიშვნელოვანია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში

პიროვნული უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა: დროის მართვა, დოკუმენტებთან მუშაობა და სხვა
** სწრაფად სწავლის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: intern_aldagi@aldagi.ge 2018 წლის 22 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, Subject line-ში მიუთითოთ "სტაჟიორი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე