Jobs.GE



დასახელება: სერვის-ცენტრის მოლარე-ოპერატორი - ფოთი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე

შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს.. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. ფოთში.

ძირითადი მოვალეობები:

** აბონენტების ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმება;
** აბონენტებისთვის ზუსტი განმარტებების მიცემა მათი დავალიანების შესახებ
** ეროვნული ვალუტის მიღება-გაცემა;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია MS Office ცოდნა;
** ენების ცოდნა: ქართული თავისუფლად, სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ;
** დატვირთულ და მცირე დროის პირობებში მუშაობის უნარი, სტრესისადმი გამძლეობა;
** ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
** გუნდური მუშაობა.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@ak.ge და სათაურის ველში მიუთითეთ " სერვის ცენტრის მოლარე-ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი