ტენდერი საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის
მომწოდებელი: გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
გამოქვეყნდა: 13 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან
თანდართული ფაილი: 199784-gip-form.zip
ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" (გიფ-თბილისი) აცხადებს საპროექტო წინადადებების მიღებას მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: ფსიქიკური აშლილობების და ფსიქო-სოციალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა საქართველოში.

გიფ-თბილისი იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს საგრანტო წინადადებებით, რომლებიც მიზნად დაისახავს მხარი დაუჭიროს:

** ფსიქიკური აშლილობების და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირთა მოძრაობის გაძლიერებას და მათი უფლებების განხორციელებაზე მიმართულ საქმიანობებს
** საზოგადოების ინფორმირების გაზრდას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე
** საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისეთი კამპანიებით, რომელთა მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მიმართ სტიგმის დაძლევა და საზოგადოების დამოკიდებულების პოზიტიური ცვლილება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების კეთილდღეობის ზრდას.

მოთხოვნილი თანხის მაქსიმალური რაოდენობაა 5000 ევრო; პროექტის განხორციელების მაქსიმალური ვადა - 15 თვე. სულ დაფინანსდება 3-4 პროექტი.

კონკურსში დაშვების კრიტერიუმები:

** ორგანიზაციები, რომელიც, სულ მცირე, 2 წელია მოქმედებენ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში
** ფსიქიკური სერვისების მომხმარებელთა საინიციატივო ჯგუფები, რომელთა მიზანია სერვისის მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად მუშაობა.

დასაშვები აქტივობები (თუმცა, ჩამოთვლილით არ შემოისაზღვრება):

** ვორქშოფები/სემინარები/ტრენინგები/კონფერენციები, რაც გამოცხადებულ საკონკურსო თემას შეესაბამება
** კვლევა, მონაცემების შეგროვება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასება
** პუბლიკაციები
** ვებ-გვერდის შექმნა
** სტრატეგიული დაგეგმვის სესიები, ორგანიზაციულ განვითარებაზე მიმართული აქტივობები
** ცნობიერების ამაღლება/ინფორმაციის გავრცელება და კამპანიების წარმართვა კონკურსის პრიორიტეტების შესაბამისად.

არ დაფინანსდება:

** ვორქშოფებში, სემინარებში, კონფერენციებსა და კონგრესებში ინდივიდუალური მონაწილეობის ხარჯები (სამგზავრო გრანტები)
** ინდივიდუალურად სწავლის ან სატრენინგო კურსებში მონაწილეობის ხარჯები
** სტიპენდიები

საგრანტო განაცხადების და გრანტების რაოდენობა თითოეულ განმცხადებელზე:

** განმცხადებელს არ შეუძლია 1-ზე მეტი საგრანტო განაცხადის წარდგენა
** განმცხადებელს იმავდროულად შეუძლია იყოს თანა-განმცხადებელი სხვების მიერ წარდგენილ საპროექტო განაცხად(ებ)ში
** საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პროექტის მოკლე მონახაზი - კონცეფცია (Concept note) ქართულ ენაზე 1 ნაბეჭდ ორიგინალ-ეგზემპლარად (ხელმოწერით) ან ელექტრონულად (ხელმოწერილი დასკანირებული ვარიანტი).
** პროექტის კონცეფცია უნდა მოიცავდეს პროექტის მიზნებს, აქტივობებს, მოსალოდნელ შედეგებს და განხორციელებისთვის საჭირო თანხის ოდენობას

პროექტის კონცეფციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 იანვარი

მიღებული საპროექტო კონცეფციები შეფასდება პროექტის მმართველი საბჭოს მიერ და შერჩეული კონცეფციების ავტორებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ პროექტის სრული ვარიანტები.

"ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი"
საფოსტო მისამართი: ყიფშიძის ქ.49ა, თბილისი 0179, საქართველო
ელ-ფოსტა: tbilisi@gip-global.org, mkundadze@gip-global.org
შეკითხვებით დაუკავშირდით ქ-ნ მაია ხუნდაძეს: mkundadze@gip-global.org; maia.khundadze@gmail.com
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე