იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 28 დეკ
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000245
ადგილმდებარეობა: თბილისი. სათაო ოფისი
მოქმედების ვადა: 28.12.2018
კატეგორია: იურიდიული
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი მსგავსი მიმართულებით.
** განათლება: ხარისხი: მაგისტრი.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - ძალიან კარგი
** ინგლისური - ძალიან კარგი

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** დროის მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** აუცილებელია, აპლიკანტს ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სპეციალიზაციით
** სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა

აპლიკანტები გაივლიან ტესტირებას ინგლისურ და რუსულ ენებში.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებები, სარჩელები, საჩივრები, აქტები, დასკვნები, განცხადებები და სხვა) შედგენა/განხილვა;
** დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი, სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
** კომპანიის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის/ლიცენზიების ან/და სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოში წარმომადგენლობა;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სახელმწიფო ორგანოებში;
** სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა კომპანიის ხელმძღვანელებისათვის;
** მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში;
** კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
** თეგეტა მოტორსის და მისი შვილობილი კომპანიების სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/245
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე