სტაჟირება მშენებლობის ზედამხედველობის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება მშენებლობის ზედამხედველობის მიმართულებით
მომწოდებელი: m² უძრავი ქონება
გამოქვეყნდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 25 მაი
სს "m2 უძრავი ქონება" აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას მშენებლობის ზედამხედველობის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და მოცულობის შეფასება;
** ანგარიშგების მომზადება მშენებლობის პროგრესის შესახებ, შესრულების ვადების შედარება მშენებლობის დადგენილ გრაფიკთან;
** მშენებლობის/რემონტის კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერიის ან არიქტექტურის სტუდენტი);
** აუცილებელია CAD (AutoCAD; ArchiCAD) პროგრამების ცოდნა,
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook);
** აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ემოციონალური გაწონასწორებულობა.

სპორტული აქტივობით დაინტერესება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: m2jobs@m2.ge 2018 წლის 25 მაისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსისს დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე