Angular დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Angular დეველოპერი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 15 თებ
შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას Angular დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

შპს "ალტა სოფთვეარი" გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. "ალტა სოფთვეარი" ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან. Angular დეველოფერის პოზიცია მოიაზრებს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელებას, ინტენსიურ კვლევასა და კვლევის შედეგების გუნდთან გაზიარებას, უშუალო პროგრამირებას, ურთიერთობას მხარდაჭერისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებასთან.

კომპეტენციის ფარგლები:

** ხარისხიანი და ტესტირებადი კოდის დაწერა დეველოპმენტის საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გამოყენებით;
** ახალი ამოცანებისა და არსებული სისტემების განვითარების ანალიზში ჩართვა, სამუშაოს მოცულობის შეფასება და შეთანხმებული ვადების დაცვა;
** დანერგვებში მონაწილეობა, ტექნიკური კონსულტაციების გაწევა, უშუალოდ go-live დროს (ასევე ვერსიების/ბილდების განახლებისას) მხარდაჭერა;
** არქიტექტორებსა და არქიტექტორების საბჭოსთან ურთიერთობა და შემოთავაზებული არქიტექტურის განხორციელება, შესრულება და დაცვა;
** სხვადასხვა კოდის გარჩევა და ანალიზი, შესაბამისი აზრის გამოთქმა საჭიროების მიხედვით;
** საკითხების დროულად შესრულება, ტესტირება და მუშაობის უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა.

საჭირო კვალიფიკაცია:

** პროგრამირების ენები და ტექნოლოგიები
** Angular2 (and higher), Typescript 2.5 (and higher), HTML 5, CSS3 (Sass/Less)
** დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ცოდნა/გამოცდილება შემდეგ ტექნოლოგიებთან: CSS Flexible Box, Bootstrap და სხვადასხვა UI Framework-ებთან მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი უნარები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილად ათვისება;
** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** რამდენიმე ამოცანის / პროექტის ერთდროულად განხორციელების შესაძლებლობა;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2019 წლის 15 თებერვლამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები და უნდა წარმოადგინონ შექმნილი პროგრამების კოდები განსახილველად. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე