პრომო-მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრომო-მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 23 აგვ / განახლდა: 23 აგვ / ბოლო ვადა: 23 სექ
"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, El pozo და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ვაკანსიის დასახელება: პრომო-მერჩენდაიზერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: სრული

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 (ერთი) წელი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაციების ხელშეწყობა
** პროდუქტის დეგუსტაციების ჩატარება
** თაროებზე კომპანიის პროდუქციის განთავსება და ვადების კონტროლი
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება
** მაღაზიაში შესული საქონლის მოცულობის კონტროლი
** კომპანიის ინფორმირება პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების ან პრობლემების შესახებ (არსებობის შემთხვევაში)
** მომხმარებლის აზრის მოძიება პროდუქციასთან დაკავშირებით
** ყოველკვირული მოხსენებების მომზადება
** სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვით
** საწყობიდან პროდუქციის დროულად გამოტანა და თაროებზე განთავსება
** მაღაზიაში ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთის და ვადების მონიტორინგი
** შეკვეთის განთავსებაში მონაწილეობის მიღება
** პრომო კამპანიებთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება (სტენდების, კუნძულების მომზადება)
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა
** პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა
** მომხმარებლთან ურთიერთობა და დახმარების გაწევა
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება
** რეპორტინგი.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე