ტექნიკოსი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკოსი - რუსთავი
მომწოდებელი: რუსთავის წყალი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ
შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას მის შვილობილ კომპანიაში "რუსთავის წყალი" ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** წყლის აღრიცხვის კვანძის მონტაჟი;
** ტექნიკური მომსახურების გაწევა კონკრეტული მითითებების შესაბამისად;
** ვინტილების შეცვლა;
** პოლიეთილენის მილების შედუღება;
** ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს ინფორმაციის შეგროვება;
** დოკუმენტაციის წარმოების სისწორე;
** დავალიანების მქონე აბონენტებისათვის წყალმომარაგების ჩაჭრა-აღდგენა კონკრეტული მითითებების შესაბამისად;
** გამოვლენილ უნებართვო წყალმომხმარებლებზე შესაბამისი რეაგირება;
** აღმოჩენილ უნებართვო განშტოებებზე რეაგირება;
** უშუალო უფროსის დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;

მოთხოვნები:

** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პროფესიული ტექნიკური განათლება;
** პოლიეთილენის მილების შედუღების და ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამოცდილება;
** პოლიეთილენის მილების შემდუღებლის სერტიფიკატი;
** მოწესრიგებული, პასუხისმგებლობის მქონე, ყურადღებიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2018 წლის 6 მარტისა (18:00 სთ).

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე