Робота для біженців з України
ადამიანური რესურსებისა და ტრენინგების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსებისა და ტრენინგების მენეჯერი
მომწოდებელი: ibis Tbilisi Airport
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
ჩვენს შესახებ:

მოგესალმებით "ibis თბილისის აეროპორტის" სახელით, რომელიც თბილისის სიცოცხლით სავსე სტუმარმასპინძლობის გარემოში უახლესი დანამატია. ჩვენი სასტუმრო, რომელიც აეროპორტთან ახლოს არის კომფორტულად განთავსებული, 72 თანამედროვე ოთახს და ნომერს იტევს. სასტუმროს ნომრების დიზაინში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული კომფორტი და სიმყუდროვე, როგორც საქმიანი ვიზიტორებისათვის, ისე დასასვენებლად ჩამოსული მოგზაურებისათვის. სასტუმროს შენობაში განთავსებულია ელეგანტური ბარი, რესტორანი მიმზიდველი გარე ტერასით, შეხვედრების და საკონფერენციო ოთხი უნივერსალური ოთახი და სავარჯიშო დარბაზი. ეს ყველაფერი ჩვენს სტუმრებს ჰარმონიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

** გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ სასტუმროს გახსნის მხიარული გუნდის ნაწილი და წვლილი შეიტანოთ ახალი სასტუმროს წარმატებულ ჩაშვებაში;
** კონკურენტული ხელფასი და "ბენეფიტების" პაკეტი;
** პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა;
** მხარდამჭერი სამუშაო კულტურა, სადაც პატივს სცემენ გუნდურ მუშაობას, კრეატიულობასა და ინოვაციას.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე jobs@fujin.ge. არ დაგავიწყდეთ პოზიციის მითითება წერილის საგნად, სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ იქნება გათვალისწინებული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას!

განცხადება: ადამიანური რესურსებისა და ტრენინგების მენეჯერი

ტექსტი:

ხართ გამოცდილი ადამიანური რესურსებისა და ტრენინგების მენეჯერი? გიტაცებთ სტუმარმასპინძლობის სფერო და გაქვთ სურვილი გახდეთ სასტუმროს გახსნის მხიარული გუნდის ნაწილი? ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში მუშაობის გამოცდილება და სურს შემოგვიერთდეს ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე. თუ გაქვთ გამოცდილება Micros-ში, გსურთ რომ განვითარდეთ და საოპერაციო სრულყოფილებას მიაღწიოთ, გაგვაგონეთ თქვენი ხმა!

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სასტუმროს გახსნის ექსპერტული ცოდნა: მიიღეთ მონაწილეობა ჩვენი ახალი ობიექტის წარმატებულ ჩაშვებაში, ჩაუდექით სათავეში ადამიანური რესურსებისა და ტრენინგის ინიციატივებს, მათ შორის, თანამშრომელთა დაქირავება, HR სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება, პოლიტიკის გამართვა და სასტუმროს მიზნებსა და ამოცანებთან შესაბამისობა;
** ადამიანური რესურსების მართვა: ადამიანური რესურსების მართვის ყველა ასპექტის კონტროლი, მათ შორის, თანამშრომელთა ურთიერთობები, საქმიანობის ეფექტურობის მართვა, კომპენსაციები და ბენეფიტების ადმინისტრირება;
** ტრენინგი და განვითარება: სრულყოფილი სასწავლო პროგრამების შექმნა და განხორციელება ჩვენი გუნდის წევრების უნარებისა და ცოდნის გასაძლიერებლად, ორგანიზაციულ მიზნებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
** თანამშრომელთა დაქირავება: სხვადასხვა პოზიციებზე თანამშრომელთა დაქირავების პროცესის მართვა ორგანიზაციაში, იქნება ეს კანდიდატების მოძიება, ინტერვიუების ჩატარება თუ გადაწყვეტილებების მიღება;
** შესაბამისობა და პოლიტიკის განხორციელება: შრომის კოდექსთან და ყველა შესაბამის რეგულაციასთან და ასევე, კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მითითებების მიცემა და ხელმძღვანელობისა თუ პერსონალის დახმარება საჭიროებიდან გამომდინარე;
** თანამშრომელთა ჩართულობა: პოზიტიური სამუშაო კულტურის ხელშეწყობა, თანამშრომელთა წახალისების ინიციატივები მათი მოტივაციისა და შენარჩუნების მიზნით;
** ტექნოლოგიების ცოდნა: ადამიანური რესურსების მართვისა და ტრენინგების სისტემების გამოყენება, ეფექტიანი და ეფექტური ოპერაციების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია:

** დადასტურებული გამოცდილება ადამიანური რესურსებისა და ტრენინგების მენეჯერის პოზიციაზე, სასურველია საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების გახსნის კუთხით;
** ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ცოდნა;
** შრომის კანონმდებლობისა და რეგულაციების კარგი ცოდნა;
** ძლიერი ლიდერული, კომუნიკაციისა და პიროვნული უნარები;
** ბრწყინვალე ორგანიზაციული და პრობლემის გადაჭრის უნარები;
** საჭიროების შემთხვევაში, საღამოს საათებში, შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში მუშაობის მოქნილობა;
** ინგლისური და ქართული ენების გამართული ცოდნა; დამატებითი ენის ცოდნა უპირატესობაა;
** სენსიტიური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** სასურველია ბაკალავრის დიპლომი ადამიანური რესურსების მართვაში, სტუმარმასპინძლობის მართვასა და მსგავს სპეციალობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე