"ICR ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში წარმოადგენს ავეჯის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.
"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია შპს "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის, დეკორის და ტექსტილის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "Naterial", "კარე", "Sleep&Bed", "აი სი არ ჰოუმ ბათუმი" და ონლაინ მაღაზია ICRHOME.GE. კომპანიის სავაჭრო ობიექტები მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდის თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა კარიერული ზრდის და განვითარების.
"ICR ჯგუფი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის დეპარტამენტში.
დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 06 მაისის ჩათვლით შეავსეთ განაცხადი და ატვირთეთ რეზიუმე ბმულზე: https://icrhome.selfrecruit.ge/s/khEC
|