აი სი არ
"აი სი არ" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაცია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანია 1993 წელს დაარსდა და ამჟამად აერთიანებს რამდენიმე ბიზნეს-მიმართულებას: ფეხსაცმლის მიმართულება, რომელიც წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდებით: ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ბატა, ბამბინო, კორსო იტალი, ავ ლაბი; ბავშვის ტანსაცმლის მიმართულება აერთიანებს ფრანგულ ბრენდებს, როგორიცაა ოკაიდი და ჟაკადი; აქსესუარების მიმართულება წარმოდგენილია ბრენდ პარფოისით; ავეჯისა და დეკორის მიმართულება - ლაბორატორია ჩემი სახლითა და იტალიური შოურუმით; გასტრონომიული მიმართულება, რომელიც კომპანიას 2012 წლიდან დაემატა: მასში ერთიანდება: სტეიკის სახლი და პიცერია პომოდორისიმო, ტაბლა სალონი, ტაბლა დუქანი, ტაბლა ექსპრესი, კაფე ლაბორატორია და ფრანგული საცხობი. |