Робота для біженців з України
ჰოლანდიურენოვანი კლიენტთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოლანდიურენოვანი კლიენტთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
მომწოდებელი: Evolvexe
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას ჰოლანდიურენოვან კლიენტთა მხარდაჭერის წარმომადგენლის (CSR) პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.

კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება მომხმარებლებს მათ ანგარიშებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში. სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის CSR უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდით და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. "ევოლვექსი", საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აპარატურით და სამუშაო გარემოსთან ადაპტირების მიზნით, ჩაუტარებს დეტალურ ტრენინგს. სამუშაო შესრულდება დისტანციურად.

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებელთა წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
** ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
** მომხმარებლებისა და ტრანზაქციების მონაცემების დამუშავება;
** მენეჯერთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.

მოთხოვნები:

** ჰოლანდიური და ინგლისური ენების საშუალო სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
** პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობის და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი, ღამის საათებისა და შაბათ-კვირის ჩათვლით.

ჩვენ გთავაზობთ:

** ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ტრენინგს.
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
** 8 საათიან ცვლას.
** 3500 ლარ გროს ხელფასს თვეში + ბონუსი

https://hel-ai.com/apply/pqXvtHId
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე