Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=706942&print=yes&view=jobs
 
ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კომპანია "ავერსი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა პროფესიონალური და მაღალხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
** ფარმაცევტული კონსულტაციის გაწევა მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად;
** მედიკამენტების ფასების, ფასდაკლებებისა და მიმდინარე აქციების აქტიური შეთავაზება და განმარტება;
** მომხმარებლისთვის ოპტიმალური არჩევანის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა;
** პროდუქციის სწორად და სტანდარტების შესაბამისად განთავსება სავაჭრო სივრცეში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფარმაცევტული, სამედიცინო, საბუნებისმეტყველო ან ჯანდაცვის მიმართულებით
ან საშუალო სპეციალიზებული სამედიცინო განათლება;
** აფთიაქში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გაყიდვებზე და მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება;
** რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის, თავაზიანობისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის და გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.04.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 5 55 554083

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/b2v65MP8H8
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია