« ყველა ვაკანსია
 

ავერსი

 
ავერსი
ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" 1994 წელს დაარსდა. კომპანიის მასშტაბი თანდათან გაფართოვდა. "ავერსი" საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია. დღეს მისი სააფთიაქო ქსელი 210-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. თუმცა კომპანიის საქმიანობის არეალი აქ არ სრულდება - შეიქმნა ფარმაცევტული საწარმო "ავერსი-რაციონალი", დაიწყო მასშტაბური პროექტი - "ავერსის კლინიკათა" ქსელის მშენებლობა. მსოფლიო დონის კლინიკები უკვე გაიხსნა მარნეულში, რუსთავში, ლანჩხუთში, გორში; თბილისში გაიხსნა "ავერსის" ცენტრალური კლინიკა. "ავერსის" მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის ნაკარნახევი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კომპანიამ საზოგადოებაში ქველმოქმედის სახელი დაიმკვიდრა. სოციალურად დაუცველი ფენების მხარში დგომა და დახმარება "ავერსის" მესვეურთა კეთილი ნების გამოხატულებაა.

მოსახლეობის ჯანმრთელობა "ავერსის" მთავარი საზრუნავია. "ავერსის" სახელი ხარისხის, საიმედოობისა და სტაბილურობის ცნებებთან ასოცირდება.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.aversi.ge
 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ალერგოლოგი - მარნეული, თბილისი რეგიონალური განცხადებები ავერსის კლინიკა 11 დეკემბერი 25 დეკემბერი
ექიმი გასტროენტეროლოგი ავერსის კლინიკა 06 დეკემბერი 20 დეკემბერი
ტენდერი სერვერული აპარატურის შესყიდვაზე ავერსი-ფარმა 05 დეკემბერი 20 დეკემბერი
ტენდერი ავეჯის დამზადება-მონტაჟზე ავერსი-ფარმა 04 დეკემბერი 20 დეკემბერი
ტენდერი ვიტრინების წმენდის მომსახურების გაწევაზე ავერსი-ფარმა 04 დეკემბერი 20 დეკემბერი
ტენდერი სარეკლამო აბრისა და სარემონტო სამუშაოების გაწევაზე ავერსი-ფარმა 04 დეკემბერი 20 დეკემბერი
ფარმაცევტი - თბილისი, რეგიონები რეგიონალური განცხადებები ავერსი 27 ნოემბერი 19 დეკემბერი
კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები რეგიონალური განცხადებები ავერსი ფარმა 21 ნოემბერი 20 დეკემბერი
გადაიტანე Facebook-ზე