|
დასახელება:
ტექნიკური მოვლა/პატრონობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საერთაშორისო სამედიცინო მოლი
|
|
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
"საერთაშორისო სამედიცინო მოლი" (IMM) არის სივრცე, სადაც მსოფლიო დონის ექიმები და ხუთვარსკვლავიანი სერვისი ერთიანდება, რათა უზრუნველყოს ჯანმრთელობა, სილამაზე და კეთილდღეობა როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო პაციენტებისთვის.
IMM შექმნილია პაციენტებისთვის, ვისაც სურს მიიღოს სამედიცინო მომსახურების განსხვავებული, თანამედროვე და ზრუნვით გაჯერებული გამოცდილება. ჩვენთან თითოეული პროცესი და თითოეული კომუნიკაცია ნაფიქრი და ადამიანზე ორიენტირებულია.
ამ ხედვის რეალობად ქცევისათვის გუნდში ვეძებთ ცნობისმოყვარე, განსხვავებულ, ინოვაციურ და მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ხელი შეუწყონ სამედიცინო ინდუსტრიაში ახალი სტანდარტის დამკვიდრებას.
თუ გსურს მუშაობა გარემოში, სადაც აფასებენ იდეებს, შესრულების მაღალი ხარისხი და ზრუნვა მთავარი ფასეულობა, ხოლო ინოვაცია - ყოველდღიური მუშაობის ნაწილია, ჩვენ სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით და გელით ჩვენთან ერთად ამ ახალ თავგადასავალში.
პოზიციის შესახებ: ტექნიკური მოვლა/პატრონობის მენეჯერი
ტექნიკური მოვლა/პატრონობის მენეჯერის როლში შენ იქნები პასუხისმგებელი IMM-ის ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური სისტემების გამართულ მუშაობაზე უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.
ეს პოზიცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, სანდოობისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად მთელს სამედიცინო ეკოსისტემაში. შენ იმუშავებ შიდა გუნდებთან და გარე კონტრაქტორებთან, რათა სივრცემ მუდმივად შეუწყოს ხელი როგორც პაციენტის გამოცდილებას, ასევე, კლინიკურ სრულყოფილებას.
შენი როლი იქნება:
** ობიექტის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და შენობების, სისტემებისა და აღჭურვილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** პრევენციული ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და კონტროლი;
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (სამედიცინო გარემოს სტანდარტების გათვალისწინებით);
** გარე მომსახურე კომპანიების, მომწოდებლებისა და კონტრაქტორების კოორდინაცია;
** ტექნიკური სამუშაოების გრაფიკების, პროცედურებისა და დოკუმენტაციის შემუშავება;
** ობიექტთან დაკავშირებული ბიუჯეტის, ხარჯებისა და რესურსების კონტროლი;
** ტექნიკურ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება ოპერაციებზე მინიმალური ზემოქმედებით;
** უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
ჩვენ ვეძებთ ტალანტს, რომელსაც აქვს:
** Facility management-ის, ტექნიკური მომსახურების ან მსგავს ოპერაციულ როლში მუშაობის გამოცდილება;
** შენობების სისტემების, ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამის ცოდნა;
** გარე კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო, სტუმარმასპინძლობის ან რთულ სერვისულ გარემოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პროაქტიული დაგეგმვის უნარი და პარალელურად კრიტიკულ სიტუაციებზე ეფექტურ რეაგირება;
** პრაქტიკული (hands-on) მიდგომა საქმის მიმართ და პრობლემების გადაჭრის უნარი.
რატომ IMM?
** გახდები საერთაშორისო სამედიცინო ეკოსისტემის შექმნის ნაწილი პირველივე დღიდან;
** იმუშავებ გარემოში, სადაც ხარისხი, ნდობა და ზრუნვა რეალურად მნიშვნელოვანია;
** შენი გავლენა იქნება ხელშესახები - შენი მუშაობა განსაზღვრავს, როგორ გაიზრდება ორგანიზაცია;
** ითანამშრომლებ ამბიციურ, მოაზროვნე და ღირებულებებზე ორიენტირებულ ადამიანებთან;
** პროფესიულად გაიზრდები ორგანიზაციის ზრდასთან ერთად.
მზად ხარ შემოგვიერთდე?
თუ ეს პოზიცია შენთვის საინტერესოა და გინდა მონაწილეობა მიიღო ისეთი ჯანდაცვის შექმნაში, რომელიც ხარისხის ახალ სტანდარტს აყალიბებს, სიამოვნებით გაგიცნობთ.
განაცხადის გასაგზავნად გამოგვიგზავნე CV მისამართზე ვაკანსიის სათაურის მითითებით: mirzikashvilimariam@gmail.com
|
|
|
|