Робота для біженців з України
კონკურსი საბოლოო კვლევაზე - WISE პროგრამის გავლენა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი საბოლოო კვლევაზე - WISE პროგრამის გავლენა
მომწოდებელი: მერსი ქორფსი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 670709_Mercy_Corps___Terms_of_Reference__WISE_3979777.zip
"მერსი ქორფს საქართველო" აცხადებს კონკურსს შემდეგ საქმიანობაზე:

სათაური: WISE პროგრამის გავლენა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღქმაზე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობების მიღების პროცესში სომხეთსა და საქართველოში.
პროგრამა: WISE (ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის)
კონტრაქტის ტიპი: ორგანიზაციული კონტრაქტი
გამოქვეყნების თარიღი: 30 სექტემბერი, 2025
შეთავაზების მიღების ბოლო ვადა: 8 ოქტომბერი, 2025

WISE პროგრამა არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელსაც საქართველოსა და სომხეთში ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში.

WISE პროგრამის განმავლობაში, "მერსი ქორფსმა" საქართველოსა და სომხეთში, ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით იმუშავა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის (VAWG) და ძალადობრივი ექსტრემიზმის (VE) საკითხების გარშემო თემში ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე, რეაგირების მექანიზმებზე ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე.

პროგრამის განმავლობაში, ორივე ქვეყანაში გატარდა პროგრამული ღონისძიებები, რომელიც მიმართული იყო ადგილობრივი ქალი ლიდერების უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაძლიერებასა და ქალთა ხელმძღვანელობით არსებული თუ ქალთა მომსახურე სსო-ებისთვის შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის.

პროგრამის დასრულების ეტაპზე ტარდება საბოლოო კვლევა პროგრამის მონაწილეებთან და დაინტერესებულ მხარეებთან იმ დამოკიდებულებებისა თუ ქცევის ცვლილებების შესასწავლად, რომლებიც უკავშირდება პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს.

Mercy Corps WISE იწვევს კვლევით ორგანიზაციებს წარმოადგინონ შეთავაზება WISE პროგრამის საბოლოო კვლევის ჩასატარებლად საქართველოსა და სომხეთში.

გთხოვთ, წარმოადგინოთ შეთავაზება ინგლისურ ენაზე, 8 ოქტომბრამდე, 2025, მისამართზე: tenders@mercycorps.org; gkudakovi@mercycorps.org

ელფოსტის თემაში მიუთითეთ WISE-Endline Survey

კვლევის დეტალები და მოთხოვნები მიმაგრებულია თანდართული დოკუმენტის სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე