Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=656946&print=yes&view=jobs
 
ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
მომწოდებელი: ასოციაცია ანიკა
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
თანდართული ფაილი: 656946_Anika___Tender___Repair_Works_1633343.zip
ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. ასოციაციის შემოსავლის წყარო არის გრანტები, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, სოციალური მეწარმეობა, შემოწირულობები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:

https://www.facebook.com/AssociationAnika
http://anika.ge/ka

ასოციაცია "ანიკა" მონაწილეობს პროექტში "ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების სერვისების გაუმჯობესება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის საქართველოში". პროექტის განმახორციელებელია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), დონორი - ჩეხეთის განვითარების სააგენტო. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან თანამშრომლობით.

პროექტი მიზნად ისახავს ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას, ახალი სპეციალისტების მომზადებას და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სერვისების და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების სტრატეგიების დანერგვას შერჩეულ მუნიციპალიტეტებში.

"ანიკა" იწვევს დაინტერესებულ მხარეებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტში სერვისის ორგანიზებისთვის საჭირო შენობის სამშენებლო - სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით. დეტალური სპეციფიკაცია მოცემულია თანდართულ განაცხადში დანართებთან ერთად:

განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები:

დანართი 1. განაცხადის ფორმა;
დანართი 2. ბიუჯეტის ფორმა;
დანართი 3. სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი,
სახელმძღვანელო დოკუმენტები (სავალდებულო): დანართი 4. პროექტი

ობიექტის მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფელი ახალი ნიჩბისი.
სამუშაოს შესრულების ვადები: ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვე

გარემოსდაცვითი პოლიტიკა: "ანიკა" იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს - "ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება" და ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები.

სამშენებლო/სარემონტო პროცესის ფარგლებში "ანიკა" და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი დიდ ყურადღებას მიაქცევს სამშენებლო მასალის ხარისხს; ასევე მონიტორინგს გაუწევს სამშენებლო ნარჩენების მართვის პროცესს კონტრაქტორი კომპანიის მიერ.

განაცხადის გაკეთების პროცედურები:

სატენდერო წინადადების წარდგენა - სავალდებულო დოკუმენტები:

** საპროექტო განაცხადი - ხელმოწერილი ბეჭდით (დანართი N1);
დეტალური ბიუჯეტი და საქმიანობის კალენდარული გრაფიკი, განცხადების დანართების შესაბამისად (დანართი N2 - ბიუჯეტის ფორმა; დანართი N3 - სამუშაოს შესრულების გრაფიკი);
** კომპანიის ხელმძღვანელის და მშენებლობის მენეჯერის CV-ები, სადაც მითითებულია კვალიფიკაცია და გამოცდილება ამ სფეროში; განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები;
** ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი სამშენებლო პროექტების პორტფოლიო;
** ამონაწერი საჯარო ან გადამხდელთა რეესტრიდან (ბოლო 6 თვის), პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის);
** ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

განაცხადის გაკეთების ვადა და შერჩევის პროცედურა:

** წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 29 აგვისტო, 18:00 საათზე (საქართველოს დროით).
** ელექტრონულად ელფოსტის მისამართზე: anika.information@gmail.com
** გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს მოეთხოვებათ ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფიზიკურად მიწოდება;
** არასრული განაცხადები არ განიხილება.

წინადადების შეფასების კრიტერიუმები:

** წინადადების ღირებულება - 30%
** წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულე - 20%
** პოტენციური კონტრაქტორის გამოცდილება - 20%
** ადგილობრივი მუშახელის დასაქმების შესაძლებლობა 10%
** სამუშაოების შესრულების ვადები - 20%

შენიშვნა:

"ანიკა" არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს ტენდერის შესახებ.

განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეული აპლიკანტები ინტერვიუზე მოიწვევიან ტენდერის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში.

"ანიკა" იტოვებს უფლებას არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზე მოწვეულნი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია