Робота для біженців з України
ტენდერი გლემფინგის მოწყობაზე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი გლემფინგის მოწყობაზე
მომწოდებელი: ი/მ ქეთევან წილოსანი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
თანდართული ფაილი: 651480_tenderi_9414163.zip
ი.მ. ქეთევან წილოსანი აცხადებს ტენდერს 2 (ორი) ერთეული გლემფინგის მოწყობაზე.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ივლისი 18:00 საათი.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tsilosaniket@gmail.com; keti.terdzishvili@cenn.org

საბაზისო მონაცემების ნუსხა:

შესასყიდი ობიექტი: ი.მ. ქეთევან წილოსანის 2 (ორი) ერთეული გლემფინგის მოწყობა (იხ. დანართი N1)
შემსყიდველი: ინდივიდუალური მეწარმე ქეთევან წილოსანი, პ/ნ: 01027052110

ტენდერში მონაწილე პირების სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:

როგორც იურიდიული პირებისათვის, ასევე ინდივიდუალური მეწარმეებისათვის:

** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რეგისტრაციის შესახებ (გაცემული არა უადრეს 2024 წლის 31 დეკემბრისა)
** პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი (ინდივიდუალური მეწარმეებისათვის)
** სატენდერო წინადადება დანართი №2-ის შესაბამისად.
** შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები, საიდენტიფიკაციო მონაცემები, საბანკო რეკვიზიტები, საკონტაქტო ტელეფონი დანართი №3-ის შესაბამისად.
** ინფორმაცია ანგარიშსწორების ფორმების, ვადების და პირობების შესახებ დანართი №4-ის შესაბამისად.
** თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გლემფინგების საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ დანართი №5-ის შესაბამისად.
** სატენდერო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში, მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდება დანართი N6-ის შესაბამისად.
** სატენდერო წინადადების ხელის მოწერისათვის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა (საჭიროების შემთხვევაში).
** სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
** დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი მიმაგრებულ ფაილში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე