Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
კომპანია "ავერსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის გადარიცხვები ადგილობრივ პარტნიორებთან;
** ბანკის ოპერაციების და ამონაწერების გატარება;
** ფიზ. პირების მომსახურებები და მათი გადარიცხვები;
** შედარების აქტებზე მუშაობა;
** მომწოდებლების ბარათების კონტროლი

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** 1C ERP სისტემის ცოდნა და მასში ბუღალტერიის წარმოების გამოცდილება;
** საქართველოს და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების და წესების ცოდნა

უნარ-ჩვევები: პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა. კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576)

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31.07. 2025.. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე