Робота для біженців з України
გაყიდვების უფროსი მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ჰოუმსთეიჯ ბათუმი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
HOME STAGE — თანამედროვე სტანდარტების ავეჯისა და სახლის აქსესუარების შოურუმია, რომელიც აქტიურად ვითარდება ქართულ ბაზარზე. კომპანია ეძებს გაყიდვების უფროს მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების გუნდს და იქნება კომპანიის ზრდისა და წარმატების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ვაკანსია: გაყიდვების უფროსი მენეჯერი
მდებარეობა: ქ. ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის N60

ძირითადი ფუნქციები:

** გაყიდვების საერთო სტრატეგიის შექმნა, დანერგვა და მართვა
** გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა: კოორდინაცია, მონიტორინგი და განვითარება
** გუნდის ყოველდღიური მუშაობის ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა
** გაყიდვების გეგმების შედგენა და შესრულებაზე პასუხისმგებლობა
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან
** ინდივიდუალური და გუნდური მოტივაციის სისტემის დანერგვა და მართვა
** მომხმარებელთან ურთიერთობის სტანდარტების ჩამოყალიბება და ხარისხის კონტროლი
** გაყიდვების პროცესში CRM სისტემის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა
** კონკურენტების კვლევა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი
** შოურუმის ვიზიტორების კონვერტაციის მაჩვენებლების გაუმჯობესება
** თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და შიდა ტრენინგების ორგანიზება

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯმენტში (უპირატესობა მიენიჭება უძრავი ქონებისა ან ავეჯის სფეროში გამოცდილ კანდიდატს)
** გუნდური მუშაობის და ლიდერობის გამოცდილება
** გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების სწრაფი უნარი
** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული ხედვა
** მაღალი დონის კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა
** საოფისე პროგრამებისა და CRM სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენების (ქართული, ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

რას გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა სწრაფად მზარდ კომპანიაში
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი
** შიდა ტრენინგები და ხელშეწყობა პროფესიულ განვითარებაში
** ფიქსირებული ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსური სისტემა
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 (1 საათი შესვენება)

თუ ხარ მოტივირებული, მიზანდასახული და გსურს გაყიდვების ლიდერად ჩამოყალიბდე — შემოგვიერთდი!
გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: info.homestagebatumi@gmail.com

დაგვიკავშირდი: +995 557600262 გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წერილის სათაურში.

გისურვებთ წარმატებას!

HOME STAGE — ავეჯი, რომელიც შენს სტილს შეესაბამება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე