დასახელება:
A Level History-ს მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2025-2026 სასწავლო წლის A Level History-ს მასწავლებლის პოზიციაზე წყნეთის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
** Cambridge International A Level History-ის პროგრამის სწავლება (AS & A2);
** სასწავლო გეგმების შედგენა და შეფასების სისტემის შემუშავება;
** მოსწავლეებისთვის ანალიზისა და არგუმენტირების უნარების განვითარება;
** ისტორიული წყაროების გამოყენება სასწავლო პროცესში;
** მოსწავლეების მომზადება გამოცდებისთვის და აკადემიური წერისთვის;
** მონაწილეობა საგნობრივ და საგანმანათლებლო პროექტებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ისტორიაში ან მსგავს ჰუმანიტარულ სფეროში;
** A Level History-ის სწავლების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (Cambridge პროგრამის ცოდნა სავალდებულოა);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ინგლისურად);
** ისტორიული ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების სწავლების უნარი;
** ინტერესი თემატური კვლევების, დისკუსიებისა და პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მიმართ.
info@buckswood.ge
|
|
|
|