ტრენინგი - ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 3 დეკ
"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) "კავკასიის ბიზნესის სკოლასთან" (CSB) და "საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან" (GLA) ერთად აცხადებს ტრენინგს ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში (Logistics and Supply Chain Management).

ტრენინგი მოიცავს ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის პრინციპებს და თანამედროვე ინტრუმენტებს. იგი განკუთვნილია როგორც დამწყები ასევე გამოცდილი სპეციალისტებისათვის წარმოების, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და სხვა ბიზნეს სექტორებიდან.

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს როგორც სტუდენტებს ასევე ბიზნეს სფეროში დასაქმებულებს გააუმჯობესონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები ლოგისტიკაში და მიწოდების ჯაჭვის მართვაში. ტრენინგი დაეხმარება მასში მონაწილეებს, რომ მათ შეძლონ საწარმოებში ლოგისტიკური პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი და მართებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მიმართულია როგორც ლოგისტიკური დანახარჯების შემცირებისკენ ასევე საწარმოს კონკურებნტუნარიანობის ზრდისკენ.

ტრენინგის გავლის შემდეგ, მსმენელები მიიღებენ კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) და საქართველოს ლოჯისტიკის ასოციაციის (GLA) ერთობლივ სერტიფიკატს.

ტრენერები: გიორგი დობორჯგინიძე, გიორგი ერისთავი

ტრენინგის თემატიკა:

** ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის თანამედროვე ისნტუმენტები და სტრატეგიები
** შესყიდვების დაგეგმვა და პროგნოზირება
** მარაგების პრინციპები და მარაგების მართვის ძირითადი სტრატეგიები
** მარაგების შევსების "Push" და "Pull" სისტემების გამოყენება
** სასაწყობო ლოგისტიკა
** დიტსრიბუციის ძირითადი პრინციპები და ფუნქციები
** მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის შეფასება და კონტროლი (SCOR)

ტრენინგის განრიგი:

** ტრენინგის დასაწყისი: 3 დეკემბერი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
** ტრენინგების პერიოდულობა: ორშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 19:00-22:00 (საათი)

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია:

** ტრენინგის ღირებულება 750 ლარი.
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
** ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე