სუპერვაიზერი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სუპერვაიზერი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ტაკედა
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 13 ოქტ
იაპონური ფარმაცევტული კომპანია "ტაკედა" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე თბილისში და რეგიონებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, ფარმაცევტული)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.
** ასაკი: 40 წლამდე.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირების, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** სტრატეგიული ხედვა და დაგეგმვის უნარი
** სამუშაო სპეციფიკაციასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
** პრეზენტაბელურობა,საკუთარ თავზე მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მიზანდასახულობა და ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა.
** შედეგზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო წარმომადგენლების მართვა, მოტივირება, ყოველდღიური რეპორტინგი;
** ორმაგი და ინდივიდუალური ვიზიტების დაგეგმვა და შესრულება;
** შუალედურ მომხმარებლებთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობა;
** რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.
** ფარმაცევტულ სფეროში კომპანიის ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა.
** აუცილებელია მართვის მოწმობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ინგლისურად და ქართულად CV, ფოტოსურათით, შემდეგ ელ. მისამართზე: vacancytkd@gmail.com

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული გასაუბრებაზე. ფოტოს გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე