Робота для біженців з України
რეგისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: BET25
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"BET25" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: 259 ბ, აეროპორტის გზატკეცილი, ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი და ბონუსი.
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმართან თავაზიანი შეხვედრა;
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
** სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;
** რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
** სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
** მომხმარებლის ელექტრონული პორტალის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** მომხმარებლის ინფორმირება არსებული პროდუქტების და აქციების შესახებ;
** მომხმარებლის შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება საჭიროების მიხედვით;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** პროფესიონალურად და დროულად დახმარება სტუმრის ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
** საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და თურქული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგისტრატორი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "bet25"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე