Робота для біженців з України
პროექტების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: აპარტ გრუპი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
"აპარტ გრუპში" შემავალი დეველოპერული კომპანია "აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს კონკურსს პროექტების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.უზნაძის ქ. #4

ძირითადი მოვალეობები:

** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
** პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
** პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
** ტექნიკური გუნდის მიერ (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა.
** ტექნიკურ დირექტორთან ერთად მშენებლობის გეგმის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა
** ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
** საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
** პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისათვის.
** ვადაგადაცილებების ანალიზი და შესაბამისი სამოქმედო გეგმის წარდგენა განხორიციელება
** სამშენებლო ობიექტზე დოკუმენტბრუნვის წარმოებაზე კონტროლის განხორციელება
** შესაბამის პროგრამებში პროცესების აღრიცხვა, გაციფრულება და ყოველკვირეული რეპორტინგი მენეჯმენტთან
** პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.
** კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორები შერჩევა, მოლაპარაკების წარმოება
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების ადრეული იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტის ოპტიმალური გზების დასახვა, შეთანხმება ჩართულ მხარეებთან
** ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
** კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;
** სამშენებლო პროცესის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიური ციკლის განსაზღვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის მიმართულებით;
** მსგავს სფეროში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და პროექტის ელექტრონული (Autocad, Archicad, Revit) ვერსიების წაკითხვის (მოცულობების ამოკრების, ზომების გადმოტანის) უნარი და გამოცდილება;
** კონტროლის, ანალიზის და სისტემატიზაციის უნარი;
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოების და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარები და შესაძლებლობები:

** კარგად განვითარებული მენეჯერული და ანალიტიკური უნარი;
** ეფექტურად კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი;
** დროის რაციონალურად მართვის უნარი;
** სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი.

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.

თუ თქვენ პასუხობთ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: office@apart.ge.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება და ტესტირება.

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროექტების ხელმძღვანელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე