ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების მიმართულებით
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შესყიდვების მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციისა და პოტენციური მომწოდებლების მოძიებას;
** მომწოდებლების ბაზის შექმნასა და განახლებას;
** მომწოდებლებთან კომუნიკაციასა და მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას;
** შესყიდვის ფასების, პირობებისა და მიწოდების ვადების შედარებასა და ანალიზს;
** შეკვეთებისა და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობას;
** პროდუქციის ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური პროცესების მონიტორინგს;
** შესყიდვების მიმართულებით სხვადასხვა ანალიტიკური და საორგანიზაციო დავალებების შესრულებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლეს განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (სტაჟიორი შესყიდვების მიმართულებით).

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე