ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ინგლისური ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: სასწავლო ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
სასწავლო ცენტრს დიდ დიღომში ესაჭიროება ინგლისური ენის მასწავლებელი 2 ვაკანტური ჯგუფისთვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი;
** სამუშაო საათები: 5:00-8:00;
** ანაზღაურება: საათში 25 ლარი.

აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს C1 სერტიფიკატს (CAMBRIDGE, CELTA, IELTS, TOEFL) ინგლისურ ენაში და ჰქონდეს ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება.

შეეძლოს გაკვეთილის დაგეგმვა მოსწავლეების დონისა და საჭიროებების მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:

** სანდო, მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** მოსახერხებელ ადგილმდებარეობას - როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების, ისე კვების ობიექტების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით;
** საჯარო დღესასწაულებზე ანაზღაურებად დასვენებას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: academylevelup24@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე