|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
პლანეტარიუმი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
"პლანეტარიუმი" არის ტელესკოპების, ბინოკლების, მონოკლების, მიკროსკოპებისა და ასტროფოტოგრაფიის სხვადასხვა მოწყობილობების მაღაზია, რომელიც 6 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი ასტროფოტოგრაფიის მოწყობილობების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Celestron, Skywatcher, Nimax, Aastroshop, Scopedome და სხვა.
ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, მზის პანელებისა და მზის გენერატორების, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Jackery-ის მოწყობილობები.
პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი
ძირითადი პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. 82
** დასაქმების ტიპი: სრული
** სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 11:00-20:00
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
ვის ვეძებთ?
"პლანეტარიუმი" ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ კონსულტანტს, რომელიც მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს პროდუქციის არჩევაში.
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, რჩევის მიცემა;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და პრეზენტაცია;
** გაყიდვების პროცესის მართვა (გადახდიდან ჩაბარებამდე);
** მაღაზიის სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის განახლება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება. მოთხოვნები:
** კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სასურველია ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა; გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ტრენინგებს ასტროფოტოგრაფიის ტექნიკასა და პროდუქტებზე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ndoreuli@planetarium.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 25 დეკემბერი 2026 წელი.
|
|
|
|