|
დასახელება:
ტენდერი #6 ეს-ო-ეს სახლის სარემონტო სამუშაოებზე
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
|
|
თანდართული ფაილი:
770314_danarti_3023192.zip
|
"ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია აცხადებს ტენდერს #6 ეს-ო-ეს სახლის სარემონტო სამუშაოებზე
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებს, ქუთაისის #6 ეს-ო-ეს სახლის სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფაზე
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
2. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
3. მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
4. ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი რეკომენდაციით;
თანხის გადახდის პირობები: მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში
მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე, ბავშვთა სოფელი ქუთაისის #6 ეს-ო-ეს სახლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
1. დასუფთავდეს, დაიფხიკოს და შეიღებოს კედლები, ჭერები, შესასვლელი აივნის ჭერი, კარებები, კიბის უჯრედი და ფანჯრის რაფები -565 მ2
2. სამზარეულოში აიყაროს კაფელ-მეთლახი და დაიგოს ლამინატი -10 მ2, სამზარეულოს კედლები შეილესოს გადაეკრეს ფითხი და შეიღებოს.
3. პირველ სართულზე გაიტიხროს საერთო ოთახი და ჩაისვას კარები 1-ცალი
4. შეკეთდეს დაზიანებული მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, შეიცვალოს სველი წერტილების კარებები (ჩაისვას მეტალო პლასტმასის კარებები) -5 ცალი
5. სველ წერტილებში შეიცვალოს კაფელ- მეთლახი, მოეწყოს ჰიდროიზოლაცია-77 მ2
6. სველ წერტილებში დაიტესტოს მილგაყვანილობა, დაზიანებული ადგილები გამოიცვალოს, დაიტესტოს გათბობის და ცხელი წყლის მილგაყვანილობა, დაზიანებული ადგილები შეკეთდეს, გამოირეცხოს გათბობის სისტემის გაყვანილობა, გამოიცვალოს გათბობის რადიატორების მიწოდების ონკანები. გამოიცვალოს გათბობის ქვაბი.
7. ფანჯრებზე მოეწყოს მწერდამცავი ბადეები - 26კვ.მ
8. შეივალოს პლინტუსები -120 მ.
9. დაიტესტოს ელ. გაყვანილობა, შეიცვალოს გამწოვი ვინტილიატორები, ბრები, როზეტები, ჩამრთველები
10. სველ წერტილებში შეიცვალოს უნიტაზი-3 ცალი, ხელსაბანი-3 ცალი, შემრევი ონკანები -3 ცალი და აქსესუარები
11. სამშენებლო მასალების გატანა,
12. არსებული ავეჯის გადატანა საწყობში
მომსახურების გაწევის პერიოდი: 2026 წლის 7 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის 4
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: "ტენდერი #6 ეს-ო-ეს სახლის სარემონტო სამუშაოებზე"
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 4 დეკემბერი 12:00 საათი
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის-4
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge.
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|