|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
აფოგატო
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
"აფოგატო" აგრძელებს გაფართოებას და ჩვენი უგემრიელესი ყავის და სურნელი უკვე ვაკეშიც დავატრიალეთ.
ამიტომ ვეძებთ ენერგიულ ადამიანს, ვინც ჩვენს გუნდს მიმტანის პოზიციაზე შეუერთდება.
** ლოკაცია: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი
** ანაზღაურება: საათში 7 ლარი, თვეში 1260 ლარიდან
** კვებით უზრუნველყოფა
** სახელმწიფო დასვენების დღეებში +20%
** გრაფიკი: 2 სამუშაო დღე/2 დასვენების
მოვალეობები:
** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.
გამოგვიგზავნე შენი CV ელ.ფოსტაზე: hr@affogato.ge
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|