ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
მეორადი გაყიდვების გუნდის ლიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეორადი გაყიდვების გუნდის ლიდერი
მომწოდებელი: ტერავიტა +
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
კომპანია "ტერავიტა +" აცხადებს ვაკანსიას მეორადი გაყიდვების გუნდის ლიდერის (Retention Team Leader) პოზიციაზე!

უკრაინული კომპანია "ტერავიტა+" 4 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს 4 ქვეყნის ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში მოიპოვა როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების მაღალი ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ნატურალური ბად-ების (ბიოლოგიურად აქტიური დანამატების) რეალიზაცია (მათ შორის: ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სოკოვანი ბაქტერიების საწინააღმდეგო, წონის კორექციის, პროსტატა-პოტენციის მიმართულებით, რაც ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება). სწორედ მაღალი ხარისხის გამო, ჩვენი მომხმარებლები წლობით ინარჩუნებენ ჩვენთან ლოიალურ ურთიერთობას.

ჩვენი გუნდი მუშაობს მხოლოდ უკვე არსებულ, ლოიალურ მომხმარებლებთან — განმეორებით გაყიდვებსა და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე!

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + მაღალი % გუნდის მეორადი გაყიდვებიდან;
** საშუალო ყოველთვიური შემოსავალი: 3500+ ლარი;
** დამატებითი წახალისება: ბონუსები გუნდის მიერ გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის;
** სტაბილური ჩარიცხვები: ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ;
** განვითარება: კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა და უფასო პროფესიული ტრენინგები.

სამუშაო გრაფიკი: 5/2 — 9-საათიანი სამუშაო დღე (მორგებული გრაფიკი).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მეორადი გაყიდვების (Retention) გუნდის მართვა, კოორდინაცია და ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება;
** არსებულ მომხმარებლებთან განმეორებითი კომუნიკაციის სტრატეგიისა და სკრიპტების შესრულების მონიტორინგი;
** გუნდის წევრების მხარდაჭერა მომხმარებლის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირებასა და დამატებითი/განმეორებითი პროდუქტების შეთავაზებაში;
** გუნდის გაყიდვების გეგმების შესრულებაზე ზრუნვა, შედეგების ანალიზი და CRM სისტემაში პროცესების კონტროლი;
** გუნდის წევრების მოტივაციის ამაღლება, ქოუჩინგი და პროფესიულ განვითარებაში ჩართულობა.

ჩვენი ბენეფიტები:

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად, დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნოს. ამიტომ გთავაზობთ:

** საბონუსე სისტემა — ძირითადი ანაზღაურების გარდა, დამატებითი ფულადი წახალისება შედეგების მიხედვით;
** Fitpass ბარათს — ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრების წესზე;
** ულიმიტო ყავასა და ჩაის — ჩვენი ყოველდღიური კორპორაციული ენერგიისთვის.

ჩვენ ვეძებთ:

** კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ქოლცენტრში ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (მეორად გაყიდვებში მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
** ლიდერული თვისებების მქონე, პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და პუნქტუალურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალ შედეგზე;
** კანდიდატს, რომელსაც ექნება ზრდის, განვითარების და დიდი შემოსავლის მიღწევის სურვილი და უნარები;
** აუცილებელია: რუსული ენის ცოდნა;
** გუნდის მოტივაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და ორგანიზების უნარის მქონე კანდიდატებს;
** ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განვითარების მოტივაცია და მზად არიან გაიარონ ტრენინგები.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე: hr@teravita.app ან დაგვიკავშირდით ნომერზე (WhatsApp): +995 511 469 763
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე