|
დასახელება:
ექიმი-ესთეტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ესთეტიკური მედიცინის კლინიკა ელლე
|
|
გამოქვეყნდა: 24 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 24 დეკემბერი
|
"Elle Aesthetics Clinic" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი ექიმი-ესთეტიკოსის პოზიციაზე. ვეძებთ სპეციალისტს, რომელიც მაღალკვალიფიციურად ატარებს ინექციურ და კოსმეტოლოგიურ პროცედურებს და ორიენტირებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ექიმ-ესთეტიკოსად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** დერმალური ფილერებით სახის კონტურული კორექციის გამოცდილება;
** ტუჩის მოდელირებისა და აუგმენტაციის თანამედროვე ტექნიკების ფლობა;
** ბოტულინოთერაპიისა და მეზოთერაპიის ჩატარების გამოცდილება;
** ესთეტიკური ძაფებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა პაციენტთან სრულფასოვანი კომუნიკაციისთვის (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომუნიკაბელურობა, ეთიკურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის კონსულტაცია, ანამნეზის შეკრება, ჩვენებებისა და უკუჩვენებების შეფასება;
** პროცედურების ინდივიდუალური კურსისა და გეგმის შედგენა;
** ინექციური და ესთეტიკური პროცედურების ჩატარება უსაფრთხოებისა და ჰიგიენის პროტოკოლების მკაცრი დაცვით;
** პაციენტის ინფორმირება პროცედურის შემდგომი მოვლის შესახებ;
** შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ, თანამედროვე და მაღალი სტანდარტების სამუშაო გარემოს;
** პრემიუმ ხარისხის სერტიფიცირებულ პროდუქციასა და უახლეს აპარატურას.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@elleclinic.ge ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაურთოთ ნამუშევრების პორტფოლიო (მათ შორის, ტუჩის მოდელირების "მანამდე და შემდეგ" ფოტოები, რომელთა გაზიარებაზეც პაციენტის თანხმობა გაქვთ).
|
|
|
|